logo_geo
„ადამიანები წიგნებს ნაგავში ყრიან, მე კი, გადავწვიტე მათი შველა” – ვინ არის „წიგნების მბრძანებელი” მეეზოვე
- +

9 ივნისი. 2017. 21:43



კოლუმბიელი მეეზოვე, 53 წლის ხოსე ალბერტო გუტიერესი, თითქმის 20 წელია ნაგვის ბუნკერებში გადაყრილ წიგნებს აგროვებს. „წიგნების მბრძანებლის" სახელით ცნობილმა ხოსემ, ბოგოტას ცივ ქუჩებში, ნაგვის ბუნკერებში ჩაყრილ წიგნებს ბინა, საკუთარი სახლის პირველ სართულზე მიუჩინა, რომელიც უფასო ბიბლიოთეკად გადაიქცა. მის ბიბლიოთეკაში უკვე 25 ათასი წიგნია თავმოყრილი, თუმცა, მეეზოვე გაჩერებას არ აპირებს.


ყველაფერი კი ერთი შემთხვევის წყალობით დაიწყო. ერთხელ, ნაგვის ბუნკერის დაცლისას კლასიკური რომანი "ანა კარენინა" იპოვა და სახლში შვილებს წაუღო. ტოლსტოის რომანს მალე, "პატარა უფლისწული", "სოფის სამყარო", "ილიადა" და კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის სხვადასხვა რომანები შეუერთდნენ. 



„მივხვდი, რომ ადამიანები წიგნებს ნაგავში ყრიან, მე კი, გადავწვიტე მათი შველა",- ამბობს ხოსე გუტიერესი. თავად არასდროს უსწავლია სკოლაში, მაგრამ ახლა ის კოლუმბიის სკოლებისთვის მეტად საჭირო და მოთხოვნადი ადამიანია.


მალე წიგნების შეგროვება მისმა მეზობლებმაც დაიწყეს, რათა ბავშვებს სწავლაში დახმარებოდნენ, საბოლოოდ ხოსეს სახლში იმდენმა წიგნმა მოიყარა თავი, რომ მან და მისმა მეუღლე მერიმ, 2000 წელს, საკუთარი სახლის პირველ სართულზე უფასო ბიბლიოთეკა გახსნეს, რომელსაც "სიტყვის ძალა" უწოდეს. ბავშვებისთვის სამკითხველო ოთახიც კი მოაწყვეს. ამან მოხალისეებს წარმატება მოუტანა, ცოლ-ქმარს კოლუმბიის სხვადასხვა ქალაქებში, სანტიაგოში, მონტერეიში და ქვეყნის დედაქალაქში გამართულ წიგნის ბაზრობებზე იწვევენ. გუტიერესებს მიმდევრებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც ბიბლიოთეკას წიგნებს ჩუქნიან, ზოგ სახელმძღვანელოს კი ხოსე თავად ყიდულობს, რათა ბავშვებს განათლების მიღებაში დაეხმაროს.


 

„ჩვენს თავს კეთილი წყევლაა, რაც მეტ წიგნს გავცემთ, მით მეტი მოდის ჩვენთან", - ამბობს ქველმოქმედი.  


წიგნების კოლექცია იმდენად გაიზარდა, რომ სახლში ადგილის დეფიციტის გამო, იძულებულნი გახდნენ სამკითხველო გაეუქმებინათ. ამის ნაცვლად ხოსემ და მარიამ ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს მოგზაურობა, რათა ასობით ღარიბ და მიუვალ რაიონებში უფასო წიგნები ჩაიტანონ.


ლიტერატურის მიმართ სიყვარული ხოსე გუტიერესს დედამ ჩაუნერგა, რომელიც ხშირად უკითხავდა მას ზღაპრებს ხის ქოხში, სადაც ცხოვრობდნენ.


„წიგნებმა შემცვალეს, ამიტომ მიმაჩნია, რომ წიგნები იმედის და მშვიდობის სიმბოლოა", - ამბობს კოლუმბიელი მეეზოვე.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი