logo_geo
რიში სუნაკი: უკრაინა NATO-ს წევრი გახდება
- +

23 თებერვალი. 2023. 11:45

 

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ამაზე მუშაობის დაწყება უკვე შეიძლება. „European Pravda“-ს ცნობით, ამის შესახებ სუნაკმა უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ამჟამინდელ სიტუაციაზე ფოკუსირება. ჩემთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინის დახმარების უზრუნველყოფის გეგმა არა მხოლოდ უახლოეს მომავალში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი.

 

 

big_banner
არქივი