logo_geo
პედრო სანჩესი: რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის!
- +

23 თებერვალი. 2023. 14:46

 

 

„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის“, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

 

ესპანეთის პრემიერი ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

 

„ბუჩა და ირპენი აჩვენებენ პუტინის ბარბაროსობის ჭრილობებსა და იარებს. რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. მთელი ესპანეთი უკრაინასთან ერთად არის“, – თქვა ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

 

მანამდე, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა დაადასტურა, რომ ესპანეთი უკრაინას ექვს ტანკ „ლეოპარდს“ გადასცემს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთი 55 უკრაინელ ჯარისკაცს „ლეოპარდის“ ტანკების მართვას ასწავლის.

 

 

big_banner
არქივი