logo_geo
პოლონეთის პრემიერი: რომ არა აშშ, პოლონეთი და ბრიტანეთი, უკრაინა ალბათ ვერ გადარჩებოდა პირველი ორი კვირის ან პირველი ორი თვის განმავლობაში
- +

23 თებერვალი. 2023. 20:32

პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში უფრო სწრაფები და გულუხვები უნდა იყვნენ.

„მე ვისურვებდი, რომ ისინი დანიისა და პოლონეთის მსგავსნი იყვნენ, უფრო გულუხვი იარაღის მიწოდების კუთხით და უფრო სწრაფი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ.

„მოდით ვიყოთ გულწრფელნი. რომ არა აშშ, პოლონეთი და ბრიტანეთი, უკრაინა ალბათ ვერ გადარჩებოდა პირველი ორი კვირის ან პირველი ორი თვის განმავლობაში“, - აღნიშნა მორავეცკიმ.

big_banner
არქივი