logo_geo
ავსტრალიამ რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა
- +

24 თებერვალი. 2023. 09:49

 

 

უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ავსტრალიის ხელისუფლებამ რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა.

 

გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: რუსეთის ვიცე-პრემიერები - ალექსანდრ ნოვაკი, ალექსეი ოვერჩუკი, ვიქტორია აბრამჩენკო, ტატიანა გოლიკოვა და დენის მანტუროვი, ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი. შორეული აღმოსავლეთის განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი ალექსეი ჩეკუნკოვი, მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი ვალერი ფალკოვი, შრომის და სოციალური დაცვის მინისტრი ანტონ კოტიაკოვი, ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრ კოზლოვი, განათლების მინისტრი სერგეი კრავცოვი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი ალექსანდრ კურენკოვი, კულტურისა და ჯანდაცვის მინისტრები ოლგა ლიუბიმოვა და მიხაილ მურაშკო.

 

ასევე, შეზღუდვები დაწესდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსა და მის ლიდერ ელა პამფილოვას მიმართ.

 

big_banner
არქივი