logo_geo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის აგრესიის წრე უკრაინაში ომის დასრულებით უნდა გაირღვეს
- +

24 თებერვალი. 2023. 10:22

 

 

უკრაინაში ომის დასრულებით უნდა გაირღვეს რუსეთის აგრესიის წრე“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას.

 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინა და რუსეთი არ არიან ომში თანაბარი მხარეები, რადგან ერთი არის აგრესორი, ხოლო მეორე - მსხვერპლი.

 

ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ამან უნდა უზრუნველყოს, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. ეს არის ერთი მოდელის ნაწილი: საქართველო 2008 წელს, დონბასი, ყირიმი 2014 წელს და შემდეგ სრულმასშტაბიანი ინტერვენცია გასულ წელს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას. შესაბამისად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები, ძალა, შეაკავოს აგრესია და ასევე ვიპოვოთ მექანიზმები, რომ რუსეთი აღარ დაესხას თავს არავის ამ ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

big_banner
არქივი