ჟურნალმა Empire-მა, ყველა დროის უდიდესი ფილმების რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილზე 1972 წელს გადაღებული "ნათლიაა".
„ნათლია" (The Godfather) - 1972 წლის ფრენსის ფორდ კოპოლას ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც გადაღებულია 1969 წლის ამავე სახელწოდების, მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით.
მეორე ადგილზე, 1980 წელს გადაღებული ირვინ კერშნერის "ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 5 - იმპერიის საპასუხო დარტყმა" გავიდა. მესამეზე კი კრისტოფერ ნოლანის, 2008 წლის "შავი რაინდი".
პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: "გაქცევა შოუშენკიდან", "მაკულატურა","კარგი ბიჭები", "ინდიანა ჯონსი: ბედისწერის ტაძარი", "ყბები" და "ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო".
აღნიშნავენ, რომ სიის შედგენის დროს, ჟურნალმა 20 ათასი კინომოყვარულის აზრი გაითვალისწინა.