logo_geo
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
- +

24 თებერვალი. 2023. 20:45

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ვაშინგტონმა სასანქციო სიაში 22 ფიზიკური და 83 იურიდიული პირი შეიყვანა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის შესაძლებლობის შემცირებას, გააგრძელოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და მოიპოვოს ომისთვის საჭირო რესურსები. შეზღუდვები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს რუსეთის ეკონომიკის მეტალურგიულ და სამთო სექტორებს.

„მაშინ, როდესაც რუსეთი ეძებს გზებს, რათა თავიდან აიცილოს სანქციები და ექსპორტის კონტროლი, აშშ-ის მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას ამის წინააღმდეგ. დღევანდელი სანქციები მოიცავს 30-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიებს მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთის მცდელობებთან თავიდან აიცილოს სანქციები, მათ შორის. იარაღის უკანონო ვაჭრობა და უკანონო დაფინანსება“, - ნათქვამია აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ბანკები, რომელზეც რუსეთის საბანკო სექტორის მთლიანი აქტივების 80%-ზე მეტი მოდის, უკვე აშშ-ის და საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან.

big_banner
არქივი