logo_geo
პოლონეთის პრეზიდენტი: რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე
- +

25 თებერვალი. 2023. 00:51

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე.

„რუსეთი დესტაბილიზაციას ახდენს ბევრ ქვეყანაში და უკრაინამ რუსეთის მხრიდან ეს შეტევა განიცადა. მაგრამ ეს იმის დემონსტრირებაა, რომ რუსეთი აღადგენს თავის იმპერიულ ამბიციებს და რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს. თავისუფალმა სამყარომ უნდა აიძულოს რუსეთი გააკეთოს ეს“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

„ეს არის ჩვენი პოზიცია და ამიტომაც ვუჭერთ მხარს უკრაინას, რადგან მივიჩნევთ, რომ თუ უკრაინა გაუძლებს რუსეთის იმპერიულ ამბიციებს, მაშინ რუსეთს მოუწევს შეაჩეროს ეს იმპერიული ამბიციები“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.

დუდამ ჩამოთვალა ქვეყნები, სადაც რუსეთი ცდილობდა გავლენის მოხდენას, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და სირია.

„მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთი არის იმპერია, რომელსაც აქვს კოლონიური ამბიციები. მას სურს დაიმორჩილოს სხვა ერები და სხვა ქვეყნები. მას სურს მათგან მოგება მიიღოს. და ამის საუკეთესო მაგალითია დღეს უკრაინა“, - დასძინა მან.

big_banner
არქივი