logo_geo
UNICEF: მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო, სულ მცირე, 487 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 954 - დაშავდა
- +

24 თებერვალი. 2023. 21:56

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრა დაიწყო, სულ მცირე, 487 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 954 - დაშავდა.

UNICEF-ის წარმომადგენლის, ჯეიმ ელდერის განცხადებით, დაღუპული და დაშავებული ბავშვების რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია.

მან ასევე აღნიშნა, გასულ წელს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 80 პროცენტზე მეტია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ომის შედეგად განადგურება ფართოა და ბავშვებს ჯერ კიდევ ბევრი სერიოზული საფრთხე ემუქრებათ მათი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.

big_banner
არქივი