logo_geo
პაკისტანელი ძმები გუანტანამოს ციხიდან 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს
- +

25 თებერვალი. 2023. 10:22

 

 

პაკისტანელი ძმები გუანტანამოს ციხიდან 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

53 წლის აბდულ რაბანი და 55 წლის მოჰამედ აჰმედ რაბანი პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში 2002 წლის სექტემბერში დააკავეს. 2004 წელს ისინი ავღანეთში მდებარე ამერიკული ციხიდან გუანტანამოს ციხეში გადაიყვანეს. ორივე ძმა ამტკიცებდა, რომ გუანტანამოში გადაყვანამდე მათ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიცრებმა აწამეს.

 

პენტაგონი ამტკიცებდა, რომ აბდულ რაბანი „ალ-ქაედას“ წევრი იყო, მისი ძმა მოჰამედ აჰმედი კი დაჯგუფების ლიდერების მოგზაურობას უწევდა ორგანიზებას.

 

ახლა აბდულ რაბანი და მოჰამედ აჰმედ რაბანი უკვე პაკისტანში იმყოფებიან. ორივე მათგანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2021 წელს არის მიღებული, ჯერჯერობით უცნობია, რატომ რჩებოდნენ ისინი პატიმრობაში.

 

 

big_banner
არქივი