logo_geo
კალიფორნიაში ქარიშხლის გამო ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
- +

26 თებერვალი. 2023. 10:14

 

 

კალიფორნიაში უჩვეულო ზამთრის ქარიშხალი მძვინვარებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, სტიქიის გამო, ლოს-ანჯელესში 120 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შტატში დაკეტილია გზები და პლაჟები. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რაც კი კალიფორნიაში დაფიქსირებულა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.

 

ლოს-ანჯელესში ბოლო 30 წლის განმავლობაში ქარბუქის შესახებ გაფრთხილება პირველად ამოქმედდა. პერიოდულად თოვა ძლიერი წვიმით იცვლება. ქარიშხლის შედეგად დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

მეტეოროლოგების პროგნოზით, მალე ქარიშხალი ძალას დაკარგავს.

 

 

big_banner
არქივი