logo_geo
სამხრეთ იტალიაში გემის ჩაძირვას 40-ზე მეტი მიგრანტი ემსხვერპლა
- +

26 თებერვალი. 2023. 15:48

 

 

იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მიგრანტებით სავსე გემის ჩაძირვას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება „Adnkronos“ ავრცელებს.

 

არსებული ცნობით, გემზე სულ მცირე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

 

ამასთან, როგორც გამოცემა „La Repubblica“ წერს, გემმა, რომელსაც ირანის, პაკისტანის და ავღანეთის მოქალაქეები გადაჰყავდა, არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო სტეკატო დი კუტრას სანაპიროსთან განიცადა კატასტროფა.

 

ადგილზე პოლიციელები, კარაბინიერები და ასევე, წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანამშრომლები არიან მობილიზებული.

 

 

big_banner
არქივი