logo_geo
მოლდოვაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და საჰაერო სივრცეში მაღალი რისკის გამო, Wizz Air-ი 14 მარტიდან კიშინიოვის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს
- +

28 თებერვალი. 2023. 01:42

 

მოლდოვაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და საჰაერო სივრცეში მაღალი რისკის გამო, ავიაკომპანია Wizz Air-ი 14 მარტიდან კიშინიოვის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.

Wizz Air-ი ყურადღებით აკვირდება მოლდოვაში უსაფრთხოების ვითარებას და მუდმივ კონტაქტშია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, რათა უზრუნველყოს ოპერაციების უსაფრთხოების უმაღლესი დონე. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება რჩება Wizz Air-ის უმთავრეს პრიორიტეტად და მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში მაღალი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შედეგად, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა კიშინიოვის მიმართულებით 14 მარტიდან“, - ნათქვამია Wizz Air-ის პრესრელიზში.

big_banner
არქივი