logo_geo
რუსეთის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე დიდი შეტევა განხორციელდა
- +

28 თებერვალი. 2023. 16:51

 

 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ქალაქებზე უპილოტო თვითმფრინავების ყველაზე დიდი შეტევა განხორციელდა.

 

უპილოტო საფრენმა აპარატებმა თითქმის მოსკოვამდე მიაღწიეს, სანკტ-პეტერბურგში კი იძულებული გახდნენ, ქალაქის თავზე ცა დაეხურათ.

 

უპილოტო საფრენი აპარატი პირველად მოსკოვის გარეუბანში ჩამოვარდა. დრონი იპოვეს კოლომნას მახლობლად გაზის კომპრესორის სადგურთან.

 

არსებული ინფორმაციით,  ეს არის UJ-22 Airborne და ასეთი დრონები დამზადებულია კომპანია „უკრჯეტის“ მიერ. მისი ფრენის მაქსიმალური დიაპაზონი არის 800 კილომეტრი, ხოლო ფრენის მაქსიმალური დრო 14 საათია.

 

უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა ქალაქ ტუაფსეშიც. ამასთან, ორი დრონი ჩამოვარდა „როსნეფტის“ ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ადგილიდან 30 მეტრში თავდაცვის სამინისტროს ყაზარმებია.

 

უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდა ბელგოროდისა და ბრიანსკის სასაზღვრო რეგიონებში. უპილოტო საფრენმა აპარატმა ასევე შეუტია ადიღეს.

 

რესპუბლიკის მეთაურის, მურატ კუმპილოვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი კრასნოდარიდან დაახლოებით 90 კილომეტრში ჩამოვარდა. დაზიანდა ფერმის საშენი შენობა, თუმცა არავინ დაშავებულა.

 

 

big_banner
არქივი