logo_geo
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელი გმობს რუსეთის აგრესიას, თუმცა რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენს რეგიონში - მაქსიმუმს ვაკეთებთ
- +

28 თებერვალი. 2023. 20:08

გერმანიაში ვიზიტით მყოფმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელი გმობს რუსეთის აგრესიას, თუმცა ხაზი გაუსვა იერუსალიმის უნიკალურ პოზიციას.

„ჩვენ არ ვგავართ თქვენს ქვეყანას [გერმანიას]. რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენს რეგიონში, ასევე სირიაში. ვფიქრობ, რომ ყველა ასპექტში მაქსიმუმს ვაკეთებთ“, - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კოენმა ასევე გაიხსენა მისი ვიზიტი კიევში. მისი თქმით, ეს იყო ისრაელის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის დაწყების შემდეგ.

big_banner
არქივი