logo_geo
ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების საქმეზე, ევროკავშირის პროკურატურამ იტალიელ ევროპარლამენტარს 170 000 ევრო დაუყადაღა
- +

28 თებერვალი. 2023. 22:02

საპარლამენტო თანაშემწეებისთვის გამოყოფილი ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების საქმეზე, იტალიის პოლიციამ ევროპარლამენტის წევრ სტეფანია ძამბელის 170 000 ევრო დაუყადაღა. ამის შესახებ ევროკავშირის პროკურატურაში განაცხადეს.

გამოძიების ფარგლებში, ევროკავშირის პროკურატურის მილანის ოფისმა იტალიელი ევროპარლამენტარის საბანკო ანგარიშები დააყადაღა.

ევროკავშირის პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნულ გამოძიებას არაფერი აქვს საერთო Qatargate-ის კორუფციულ სკანდალთან.

„[ევროპარლამენტარის] აპარატის ოთხი წევრი არ ახორციელებდა იმ ფუნქციასთან დაკავშირებულ აქტივობებს, რისთვისაც ისინი დაიქირავეს, ან მხოლოდ ნაწილობრივ ახორციელებდნენ საქმიანობას“, - ნათქვამია ევროკავშირის პროკურატურის განცხადებაში.

big_banner
არქივი