ევროპარლამენტმა პერსონალს სოციალური მედიის აპლიკაციის TikTok-ის გამოყენება აუკრძალა და ევროპარლამენტარებსა და სხვა თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცა, აღნიშნული აპლიკაცია თავიანთი ტელეფონებიდანაც წაშალონ, - ინფორმაციას „Politico“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და გენერალურმა მდივანმა ალესანდრო ჩიოჩეტიმ პარლაენტის დაახლოებით 8000 თანამშრომელს განუცხადეს, რომ TikTok კორპორატიული მოწყობილობებიდან 20 მარტამდე უნდა წაშალონ.
ამასთან, „Politico“-ს ცნობით, გაიცა მკაცრის რეკომენდაცია, რომ ევროპარლამენტარებმა, მათმა თანამშრომლებმა და აკრედიტებულმა თანაშემწეებმა Tiktok პირადი მოწყობილობებიდანაც წაშალონ.
„სოციალური მედიის პლატფორმის, TikTok-ის გამოყენებაზე კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება წამოიჭრა. კერძოდ, მესამე პირების მიერ მონაცემთა დაცვისა და მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პარლამენტის ელექტრონულ წერილში, რომელიც თანამშრომლებს გაუგზავნეს.