logo_geo
საბერძნეთში სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა
- +

1 მარტი. 2023. 10:57

 

 

საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 29 ადამიანი ემსხვერპლა, 85-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ CNN იუწყება.

 

შემთხვევა ქალაქ ლარისასთან ახლოს მოხდა. ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. რატომ აღმოჩნდა ორივე მათგანი ერთ გზაზე, ჯერჯერობით უცნობია.

 

გავრცელებული ცნობით, სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა, ერთ ვაგონს კი ხანძარი გაუჩნდა.

 

 

big_banner
არქივი