logo_geo
ზელენსკი: არტილერია და დიდი რაოდენობით ჭურვები უკრაინის მთავარი საჭიროებაა ომში
- +

3 მარტი. 2023. 19:13

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არტილერია და დიდი რაოდენობით ჭურვები უკრაინის მთავარი საჭიროებაა ომში.

 

„არტილერია ნომერი პირველია იმ ჩამონათვალიდან, რაც გვჭირდება, ისევე, როგორც სისტემები, ამუნიცია და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რათა რუსეთი გავაჩეროთ. მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, არამედ ჩვენი ტერიტორიიდან გავაგდოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად საჭიროა „საჯაროდ საუბარი იმაზე, რა არ გვყოფნის”.

 

 

big_banner
არქივი