logo_geo
აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს
- +

3 მარტი. 2023. 21:53

 

 

აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ის სარაკეტო სისტემისა და სხვადასხვა საარტილერიო სისტემისთვის.

 

იგი ასევე მოიცავს ჯავშანტექნიკისთვის გასაშვებ ხიდებს პირველ, სისტემას, რომელიც გამოიყენება თხრილებისა და ვიწრო წყლის დაბრკოლებების გადაკვეთისთვის.

 

ხუთშაბათს, ჯონ კირბიმ, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, განაცხადა, რომ აშშ გამოაცხადებს უკრაინის დახმარების მორიგ პაკეტს.

 

 

big_banner
არქივი