logo_geo
ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ჯარების მეთაური: უკრაინაში რუსეთის დანაკარგებმა 200 000-ს გადააჭარბა, მოკლული ან დაჭრილია 1800-ზე მეტი ოფიცერი
- +

4 მარტი. 2023. 15:36

 

 

უკრაინაში რუსეთის დანაკარგებმა 200 000-ს გადააჭარბა, მოკლული ან დაჭრილია 1800-ზე მეტი ოფიცერი. ამის შესახებ ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ჯარების მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთმა უკვე დაკარგა 2000-ზე მეტი ტანკი და ყოველდღიურად რუსული ჯარი 23000-ზე მეტ საარტილერიო ჭურვს იყენებს.

 

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ NATO ახალ რეალობაზე უნდა გადაეწყოს. თუ ვიღაც მოდის ტანკით, მაშინ ტანკი თქვენც უნდა გქონდეთ. თუმცა ცივი ომის ერთ-ერთი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელობა აქვს იარაღის სიზუსტეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავდაცვითი მრეწველობის საწარმოო სიმძლავრე. ომს იგებს ის, ვისი წარმოებაც უფრო სწრაფად მუშაობს“, - განაცხადა კრისტოფერ კავოლიმ.

 

 

big_banner
არქივი