logo_geo
საფრანგეთის საზღვაო პოლიციამ სანაპიროზე გამორიყული 850 კილოგრამი კოკაინი იპოვა
- +

4 მარტი. 2023. 16:55

 

 

საფრანგეთის საზღვაო პოლიციამ ნორმანდიის სანაპიროზე 850 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომელიც რამდენიმე დიდ შეკვრაში იყო განაწილებული. ამის შესახებ Associated Press წერს.

 

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ შეტყობინება ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრისგან მიიღო. სამართალდამცველებს ნარკოტიკის ნაპირზე გამოსატანად დამატებითი ხალი და ტექნიკა დასჭირდა.

 

ჯერჯერობით უცნობია, გადმოყარეს ნარკომოვაჭრეებმა ტვირთი ბორტიდან თუ ტრანსპორტირების ასეთი გზა გამოიყენეს. ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება 60 მილიონი ევროა.

 

 

big_banner
არქივი