logo_geo
კირილ ბუდანოვის განცხადებით, ომი მანამდე არ დასრულდება, სანამ ყირიმი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება
- +

5 მარტი. 2023. 17:00

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინაში ომი მანამდე არ დასრულდება, სანამ ყირიმი რუსული ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება.

 

„რუსეთმა დახარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსი, იარაღი და მასალები. მისმა ეკონომიკამ და წარმოებამ ვერ დაფარა ეს დანაკარგები. მან შეცვალა თავისი სამხედრო სარდლობის ჯაჭვი“, - აცხადებს ბუდანოვი.

 

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინას გადამწყვეტი ბრძოლა გაზაფხულზე ექნებათ.

 

ბუდანოვმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არ დასრულდება მანამდე, სანამ ყირიმი რუსული ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება.

 

„დიახ, დასავლეთი არ მონაწილეობს ამ ომში თავისი ჯარით, მაგრამ ისინი გვაწვდიან იარაღს, რათა ჩვენ გამოვიყენოთ ბრძოლაში. უკრაინის რუსეთზე გამარჯვება ერთობლივი გამარჯვება იქნება. თუ უკრაინა დაეცემა - თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, - ეს იქნება მთელი დასავლური ცივილიზაციის დამარცხება“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

 

 

big_banner
არქივი