logo_geo
ათენში სარკინიგზო ავარიასთან დაკავშირებული პროტესტის დროს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
- +

5 მარტი. 2023. 18:51

 

 

ათენის ცენტრში, პოლიციასა და დემონსტრანტთა ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა. პროტესტი სარკინიგზო ავარიას უკავშირდებოდა, რის შედეგადაც სულ მცირე 57 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით კი დაშავდა.

 

დემონსტრაციაში მონაწილეობას სტუდენტები და რკინიგზაში დასაქმებული პირები იღებდნენ.

 

მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციებში დაახლოებით 10 000 სტუდენტი, რკინიგზაში დასაქმებულები და მემარცხენე პარტიებთან დაკავშირებული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

 

მათ დაღუპულთა მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს და რკინიგზაში უსაფრთხოების უკეთესი სტანდარტები მოითხოვეს.

 

საბერძნეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა პაპი ფრანცისკეც. ვატიკანში, წმ. პეტრეს მოედანზე შეკრებილებს, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განუცხადა, რომ ის დაღუპულთათვის ლოცულობს.

 

 

big_banner
არქივი