logo_geo
ლონგ-აილენდის რაიონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

6 მარტი. 2023. 12:01

 

 

ნიუ-იორკთან, ლონგ-აილენდის რაიონში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. 

 

გარდა ამისა, ავიაკატასტროფის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

 

შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მსუბუქძრავიანი „Piper PA 28“ ჩამოვარდა ლონგ-აილენდის რაიონში აეროპორტთან მისვლამდე. აეროპორტი მდებარეობს ნიუ-იორკის აღმოსავლეთით დაახლოებით 32 კმ-ში.

 

 

big_banner
არქივი