logo_geo
ბელარუსის სასამართლომ სვეტლანა ტიხანოვსკაიას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- +

6 მარტი. 2023. 18:25

 

 

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ iz.ru იუწყება.

 

ტიხანოვსკაია 2019 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა. არჩევნებს შემდეგ პოლიტიკური დევნის გამო ის იძულებული გახდა, ლიეტუვაში წასულიყო. ბელარუსში ტიხანოვსკაიას სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, ასევე ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნაში ადანაშაულებდნენ. საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ ტიხანოვსკაიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

 

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ ოპოზიციონერს პაველ ლატუშკოს სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

ევროკავშირი და აშშ ბელარუსში არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ქვეყნის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ.

 

 

 

big_banner
არქივი