logo_geo
ნედ პრაისი მიმდინარე თვეში თანამდებობას დატოვებს
- +

8 მარტი. 2023. 10:05

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ნედ პრაისი მიმდინარე თვეში თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

„ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის ნედ პრაისი ხშირად ამერიკის საგარეო პოლიტიკის ხმას და სახეს წარმოადგენდა. ის განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და სამართლიანობით მუშაობდა. სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მას მადლობას ვუხდი“, - განაცხადა ბლინკენმა.

 

ნედ პრაისი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თანამდებობაზე 2021 წლის იანვრიდან მუშაობდა, ახალ თანამდებობაზე უშუალოდ ბლინკენთან იმუშავებს. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ პრესმდივანს, ის ნედ პრაისის ამჟამინდელი მოადგილე ვედანტ პატელი იქნება.

 

 

big_banner
არქივი