logo_geo
კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- +

9 მარტი. 2023. 10:49

 

 

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი სვიატოშინსკის რაიონში მოხდა, სადაც ჭურვის დაცემის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

 

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა დაბომბეს სუმის ოლქის დასახლებებიც. თავდასხმის სამიზნე გახდა ნიკოპოლიც, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.

 

ასევე, აფეთქებების ხმა იყო ხარკოვში, ხერსონსა და მიკოლაევში.

 

​საჰაერო თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა ოდესაში. საჰაერო განგაშია ჩერნიგოვის ოლქშიც.

 

 

big_banner
არქივი