logo_geo
ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი კიდევ ორი ​​წლის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის ომის გასაგრძელებლად
- +

10 მარტი. 2023. 01:16

ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, ელეგიუს პავლავიჩიუსმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი რესურსი კიდევ ორი ​​წლის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ მაღალი ინტენსივობის ომის გასაგრძელებლად.

„რესურსები, რაც ამ მომენტში რუსეთს აქვს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ომი ამჟამინდელი ინტენსივობით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა ლიეტუვის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

„რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი ომის წარმოებას, ასევე დამოკიდებული იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაზე ისეთი სახელმწიფოების მხრიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა“, - დასძინა მან.

big_banner
არქივი