logo_geo
ჰამბურგში შეირაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა რვა ადამიანი
- +

10 მარტი. 2023. 09:34

 

 

ჰამბურგში, იეღოვას მოწმეების შეკრების ადგილზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაშავდა რვა ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

თავდასხმა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა.

 

გერმანული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, გარდაცვლილებს შორის არის თავდამსხმელიც.

 

ამ დროისთვის შეიარაღებული თავდასხმის მოტივი უცნობია.

 

 

big_banner
არქივი