logo_geo
ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგო ქსელის წინააღმდეგ, ომის დანაშაულია
- +

10 მარტი. 2023. 10:10

 

 

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ კიდევ ერთ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტს ომის დანაშაული უწოდა.

 

„რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგო ქსელის წინააღმდეგ ომის დანაშაულია. ეს აძლიერებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ პროგრესის მიღწევა უკრაინის რეფორმების განხორციელების მცდელობაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“.

big_banner
არქივი