ჰამბურგში იეღოვას მოწმეების ცენტრზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ადგილზე მისულმა პოლიციამ თავდამსხმელი გარდაცვლილი აღმოაჩინა. მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. თავდასხმის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 8 ადამიანი მძიმედ დაიჭრა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.