logo_geo
მექსიკურმა ნარკოკარტელმა აშშ-ის მოქალაქეების გატაცების გამო საკუთარი დაჯგუფების წევრები პოლიციას გადასცა
- +

10 მარტი. 2023. 15:49

 

მექსიკურმა ნარკოკარტელმა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების გატაცების გამო საკუთარი დაჯგუფების წევრები პოლიციას გადასცა.

 

კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენელმა მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ 4 ამერიკელის გატაცებაში პასუხისმგებელი პირები თავისი გადაწყვეტილებით მოქმედებდნენ და არა კარტელის დავალებით.

 

გასულ კვირას მექსიკაში ამერიკის შეერთებული შტატების 4 მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგან ორი მოკლეს.

 

 

big_banner
არქივი