logo_geo
ფინეთის პრემიერი: ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ნატოს შეუერთდეს, როგორც ერთ-ერთი მოკავშირე
- +

10 მარტი. 2023. 22:05

 

კიევში ვიზიტით მყოფმა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ფინეთს სურს, რომ უკრაინა ნატოს შეუერთდეს, როგორც ერთ-ერთი მოკავშირე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას და გვინდა, რომ ეს გეგმა ამოქმედდეს. მხოლოდ გრძელვადიან მშვიდობას შეუძლია ევროპული ქვეყნების ჩვენს ოჯახს, ევროატლანტიკურ ოჯახს სიმშვიდე და კეთილდღეობა მისცეს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა შეუერთდეს ნატოს, როგორც ერთ-ერთი მოკავშირე“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სურს უსაფრთხოების გარანტიები ნატოს წევრი ქვეყნებისგან მანამ, სანამ ალიანსში გაწევრიანდება.

„რაც შეეხება ვილნიუსში ნატოს სამიტს, დიახ, მიწვეული ვართ, მაგრამ გვსურს, რომ იყოს შესაბამისი წინგადადგმული ნაბიჯები, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც დღეს გვაქვს ნატოსთან ურთიერთობაში“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატოს ყველა წევრ ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას ბრძოლის ველზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების სტრატეგიული გარანტიები. მაშინაც კი, თუ ჩვენ ვერ ვიქნებით ნატოში ომის დროს, გვსურს გვქონდეს უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები, ვიდრე ნატოში გავწევრიანდებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

big_banner
არქივი