logo_geo
მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა ორი თვის შემდეგ დაიწყოს, ამისთვის მეტი შეიარაღება გვჭირდება
- +

11 მარტი. 2023. 01:50

 

რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შესაძლოა ორი თვის შემდეგ დაიწყოს, - ამის შესახებ იტალიურ გამოცემა La Stampa-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეფექტური კონტრშეტევისთვის უკრაინას მეტი შეიარაღება, კერძოდ კი დიდი სიშორის რაკეტები სჭირდება.

„ჩვენ რუსების გამოფიტვას გავაგრძელებთ, შემდეგ კი გარკვეულ მიმართულებებზე მოვახდენთ კონცენტრირებას. დიდი სიშორის რაკეტები გვჭირდება. არ გვეჩქარება, რეორგანიზაცია ორი თვის განმავლობაში დასრულდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

big_banner
არქივი