logo_geo
სერგეი გაიდაი: სამხედრო ტექნიკის დანაკარგების გამო, რუსები ძველ ტანკებს იყენებენ
- +

12 მარტი. 2023. 19:48

 

 

სამხედრო ტექნიკის დანაკარგების გამო, რუსები ძველ ტანკებს იყენებენ, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

 

„სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსი ოკუპანტები იძულებული არიან გადაინაცვლონ ძველ ტანკებზე კრემენაიას მიმართულებით. რუსებს ლუჰანსკის რეგიონში რეზერვები, ტექნიკა, საბრძოლო მასალა დაუგროვდათ. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მათ თანდათან ანადგურებენ“, - აღნიშნა ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

გაიდაის თქმით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს სვატოვო-კრემენაიას, ლიმანისა და ბელოგოროვკას მიმართულებით.

 

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას, მაგრამ სიტუაცია სტაბილური რჩება.

 

 

big_banner
არქივი