logo_geo
მოლდოვის თავდაცვის მინისტრი: მოლდოვა არა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის, არამედ ჰიბრიდული ომის წინაშე დგას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს
- +

13 მარტი. 2023. 20:14

მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვა არა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის, არამედ ჰიბრიდული ომის წინაშე დგას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს პროევროპული ხელისუფლების დასამხობად.

„ამჟამად მოლდოვა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ არსებობს სხვა ტიპის რისკები, რომელიც გავლენას ახდენს [ქვეყნის] უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა მოლდოვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან ასევე ისაუბრა დეზინფორმაციასა და საზოგადოებაში რუსეთის მიერ წარმოქმნილ დაძაბულობაზე, პროვოკაციების ერთობლიობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქაოსის დათესვასა და „პოლიტიკური წესრიგის შეცვლას“.

big_banner
არქივი