logo_geo
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა
- +

13 მარტი. 2023. 20:15

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპულმა საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო, 2023 წლის 15 სექტემბრამდე გაეხანგრძლივებინა შემზღუდველი ზომები, რომელიც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ იყო დაწესებული“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამინდელი სანქციები ვრცელდება 1473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე და მოიცავს მოგზაურობის შეზღუდვებს, აქტივების გაყინვასა და ჩამოთვლილი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

big_banner
არქივი