logo_geo
მედია: ICC რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით ორი საქმის აღძვრას გეგმავს
- +

13 მარტი. 2023. 21:35

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით ორი საქმის აღძვრას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რამდენიმე ადამიანის დასაკავებლად ორდერებს გამოითხოვს.

კერძოდ, რუსეთს ბრალს წარუდგენენ უკრაინელი ბავშვების გატაცებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მიზანმიმართულად მიყენებისთვის, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვის წარედგინა ბრალი.

big_banner
არქივი