logo_geo
ანდრეი ერმაკი „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე: ლიეტუვას სხვებმაც უნდა მიჰბაძონ და დამნაშავეებს დამნაშავეები ეწოდოთ
- +

15 მარტი. 2023. 13:39

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ლიეტუვის პარლამენტს რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მადლობა ლიეტუვის სეიმს რეზოლუციის მიღებისთვის, რომლითაც რუსული „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული“, - აღნიშნა ერმაკმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სხვებმაც უნდა მიჰბაძონ ლიეტუვას და დამნაშავეებს დამნაშავეები ეწოდოთ.

 

 

big_banner
არქივი