logo_geo
ლატვიის პრემიერი: გათავისუფლებული უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს, რათა თავიდან აიცილოს ახალი ომი
- +

16 მარტი. 2023. 00:26

ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინში მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა ნატოს წევრი უნდა გახდეს უსაფრთხოების ყველა გარანტიით, რაც ამას მოჰყვება.

ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, რომ სანამ საომარი მოქმედებები გრძელდება, ნატოში არავინ განიხილავს სერიოზულად უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას, რადგან ეს დაუყოვნებლივ ჩაითრევს მთელ ალიანსს ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში.

მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი საერთო და ურყევი მხარდაჭერით, უკრაინა თავის მიზნებს მიაღწევს“, - განაცხადა კარინშმა.

თუმცა, მისი აზრით, გამარჯვებული უკრაინა რუსეთს მაინც უვნებლად დატოვებს, უცვლელი იმპერიალისტური მიდრეკილებით და აგრესიული და ავტორიტარული მთავრობის მმართველობის ქვეშ.

„ერთადერთი ვარიანტი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ რუსეთის შეკავება შეიძლება, არის გათავისუფლებული უკრაინის გაწევრიანება ნატოს ალიანსში, უსაფრთხოების ყველა გარანტიასთან ერთად, რაც აქედან გამომდინარეობს“, - განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

big_banner
არქივი