logo_geo
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს
- +

16 მარტი. 2023. 01:24

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს.

14 მარტს, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. ამერიკული მხარის განცხადებით, დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული სუ-27 ამერიკული დრონის პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 ტიპის დრონი საერთაშორისო წყლებში დაეშვათ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ფრენასა და ოპერირებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

„ეს საშიში ეპიზოდი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში აგრესიული, სარისკო და სახიფათო მოქმედებების ნაწილია. ასე რომ, ნუ შეხვალთ შეცდომაში, აშშ გააგრძელებს ფრენასა და ოპერირებას იქ, სადაც საერთაშორისო სამართალი იძლევა ამის საშუალებას“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

big_banner
არქივი