logo_geo
პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში MiG-29-ის ტიპის 4 გამანადგურებელს გადასცემს
- +

16 მარტი. 2023. 19:22

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში MiG-29-ის ტიპის 4 გამანადგურებელს გადასცემს.

„რაც შეეხება MiG-29-ის ტიპის თვითმფრინავებს, რომლებიც კვლავ მოქმედებენ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვაში, გადაწყვეტილება მიღებულია უმაღლეს დონეზე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ჩვენ ვაგზავნით MIG-ებს უკრაინაში“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

„უახლოეს დღეებში ჩვენ უკრაინას გადავცემთ ოთხ თვითმფრინავს“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

big_banner
არქივი