logo_geo
გაეროს კომისია რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს
- +

16 მარტი. 2023. 19:50

გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინაში ომის დროს რუსეთმა უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

უკრაინის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინაში „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უამრავი დარღვევა ჩაიდინა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსების მიერ განხორციელებული ომის დანაშაულები მოიცავდა „თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე, განზრახ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, წამებას, გაუპატიურებასა და სხვა სექსუალურ ძალადობას, ასევე ბავშვების უკანონო გადაყვანასა და დეპორტაციას“.

ანგარიშში ასევე დაფიქსირდა უკრაინის ძალების მიერ ჩადენილი დარღვევების მცირე რაოდენობა, „მათ შორის სავარაუდო განურჩეველი თავდასხმები და ორი ინციდენტი, რომელიც კვალიფიცირდება როგორც ომის დანაშაული, სადაც რუსი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს, დაჭრეს და აწამეს“.

big_banner
არქივი