logo_geo
აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონის ჩამოვარდნის კადრები გაასაჯაროვა
- +

17 მარტი. 2023. 00:50

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ შავი ზღვის თავზე რუსულ გამანადგურებელსა და ამერიკულ დრონს შორის ინციდენტის ამსახველი კადრები გაასაჯაროვა.

გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ცდილობენ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკული დრონის ჩამოგდებას.

ჯერძოდ, კადრებში ჩანს, როგორ ასხამენ საწვავს რუსული გამანადგურებლები ამერიკულ დრონს, რის შემდეგაც რუსული გამანადგურებელი დრონს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.

14 მარტს, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. ამერიკული მხარის განცხადებით, დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული სუ-27 ამერიკული დრონის პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 ტიპის დრონი საერთაშორისო წყლებში დაეშვათ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ფრენასა და ოპერირებას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

big_banner
არქივი