logo_geo
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოლდოვის ფიზიკური თავდასხმისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება უკრაინელების დახმარებაა
- +

17 მარტი. 2023. 01:45

მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთს მიაჩნია, რომ რუსეთის თავდასხმისგან მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა არა მისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა, არამედ უკრაინის დაცვაა.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის ფიზიკური თავდასხმისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება უკრაინელების დახმარებაა რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჯეიმს კლევერლიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აძლიერებს ფინანსურ მხარდაჭერას მოლდოვასა და საქართველოსთვის, რადგან ისინი კვლავ განიცდიან უკრაინაში პუტინის უკანონო შეჭრის დესტაბილიზაციის გამომწვევ ზემოქმედებას.

big_banner
არქივი