logo_geo
სი ძინპინი ვლადიმირ პუტინს 20 მარტს შეხვდება
- +

17 მარტი. 2023. 11:55

 

 

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 20-22 მარტს მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

 

„მოლაპარაკებების დროს განიხილება ყოვლისმომცველი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

რუსული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს მოეწერება ხელი.

 

თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში იქნება „მეგობრობის ვიზიტი“ და იგი კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას.

 

„შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობების განვითარებას და გააძლიერებს ორ ხალხს შორის მეგობრობის პოლიტიკურ საფუძველს, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას“, - განაცხადა ვენბინმა.

 

big_banner
არქივი