logo_geo
პოლონეთში აშშ-ის არმიის გარნიზონი განთავსდება
- +

17 მარტი. 2023. 17:10

 

 

ამერიკელი გენერლის პეტ რაიდერის თქმით, შეერთებული შტატების არმიის გარნიზონი პოლონეთში მიმდინარე თვეში განთავსდება.

 

როგორც რაიდერმა თქვა, გარნიზონი შეიქმნება მისიის მოთხოვნების შესასრულებლად, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

 

ქვედანაყოფი უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას, პოლონეთში დისლოცირებულ ჯარისკაცების მომსახურებას, ეს ევროპაში  აშშ-ის არმიის მერვე გარნიზონი იქნება.

 

მუდმივი შტაბისა და გარნიზონის შექმნა შეესაბამება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომელიც NATO-ს სამიტზე მადრიდში 2022 წლის ივნისში იქნა მიღებული.

 

 

big_banner
არქივი