logo_geo
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
- +

17 მარტი. 2023. 20:03

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„ვლადიმირ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამიასასამართლოს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ვლადიმირ პუტინი ინდივიდუალურად არის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი აღნიშნულ დანაშაულებზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.

 

 

big_banner
არქივი